ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გებრიუდერ ვაის
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია "გებრიუდერ ვაისი" აცხადებს კონკურსს ბუღალტრის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმიანობის საინტერესო და მრავალფეროვან სფეროს
** საერთაშორისო სამუშაო გარემოს
** მიმზიდველ სამუშაო პირობებს, ასევე ბენეფიტებს
** თავისუფალ სივრცეს საკუთარი იდეებისთვის და მათი განხორციელებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე ადგილობრივი შესყიდვების ოპერაციების დოკუმენტირება და ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი აღრიცხვა
** კომპანიის მიერ მიღებული, გაცემული პირველადი დოკუმენტების სრულყოფილების და სისწორის უზრუნველყოფა
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
** კომპანიის დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება;
** ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა
** მთ. ბუღალტრის ფუნქციების შესრულება შვებულებების ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში;
** მენეჯმენტისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/აუდიტი);
** ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია SAP);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel სრულყოფილად)
** ინგლისური ენის ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება:

** ACCA სერტიფიკატს
** საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სერტიფიკატს
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.

ველით თქვენს განაცხადს!

გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის დასახელებაში სამუშაო პოზიციის მითითებით, მისამართზე: hr.georgia@gw-world.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს. შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: შპს. "გებრიუდერ ვაის", ევროპის ქ. 4. hr.georgia@gw-world.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე