მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: HSS - Hospitality Supplies and Services
გამოქვეყნდა: 11 თებ / განახლდა: 15 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** 1С პროგრამის სრულყოფილი ცოდნა და მართვა
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორიის); სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების (ობიექტების მიხედვით) აკუმულირება, ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათაო ოფისის ინფორმირება.
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად. 
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვის აუცილებელი წესების და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
** პროდუქციის მიღება, ხარისხის შემოწმება, პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის განაწილება, აღრიცხვა.
** ინვენტარის კონტროლი, დათვლა მინიმუმ თვეში ერთხელ;
** სალაროს წარმოება.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

საკონტაქტო ელფოსტა: info@hss.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე