ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე იმპორტის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაწერილი პროცესების და სტანდარტების მონიტორინგი
** თვის, კვარტლის შესრულებების ანალიზის მომზადება
** მიმდინარე დედლაინების კონტროლი
** შეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების დაორგანიზება
** კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან კომუნიკაცია, შუამდგომლობა სხვადასხვა საკითხებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დოკუმენტაციის ადმინისტრირების გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამირების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 18 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე