დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ლუსონი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

შ.პ.ს. "ბი ემ სი გორგიას" პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი , როგორც სასტუმროსთვის, ასევე საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ. იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/lussonilussoni/

ძირითადი მოვალეობები:

** ArchiCAD-ში ან სხვა კომპიუტერულ პროგრამაში მომხმარებლებისთვის დიზაინის შექმნა
** ფილების ბოქსებში მოწესრიგება-განლაგებაზე პასუხისმგებლობა
** ფასმაჩვენებლების მომზადება და რეგულარული კონტროლი
** ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან
** სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** შოურუმის მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინტერიერის დიზაინის მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაიანერის პოზიციაზე
** ArchiCAD პროგრამის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პრეზენტაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 18 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: hrproject1@gorgia.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე