ფინანსური დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: Georgia Global Utilities
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
"Georgia Global Utilities" (GGU) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

GGU ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც ოპერირებს წყალმომარაგებისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში. წყალმომარაგების ბიზნესის მიმართულებით GGU წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას, რომელიც თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლალმომარაგება-წყალარინების სერვისით უზრუნველყოფს 1.4 მილიონ ადამიანს. კომპანიის საკუთრებაშია რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 152 მეგავატია (მათ შორის ჟინვალჰესი).
განახლებადი ენერგიის მიმართულებით, GGU ანვითარებს, აშენებს და ექსპლუატაციას უწევს ჰესებს, მზისა და ქარის სადგურებს. მესტიაჭალა ჰესი პირველი მაშტაბური განახლებადი ენერგიის პროექტია, რომელიც 2019 წლის პირველ ნახევარში გაეშვება (50 მეგავატი დადგმული სიმძლავრით სვანეთის რეგიონში).

ამჟამად კომპანია ეძებს მაღალი რგოლის მენეჯმენტში, მოტივირებულ პროფესიონალს, რომელსაც სთავაზობს ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება GGU-ს ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსური პროცესების მართვაზე , როგორც წყალმომარაგების ასევე განახლებადი ენერგიის მიმართულებით და დაექვემდებარება GGU-ს ფინანსურ დირექტორს.

პასუხისმგებლობები:

** ყოველდღიურ საქმიანობაში შედის ჯგუფის ყველა ფინანსური აქტივობის დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და კონტროლი, რაც მოიცავს ფინანსური შედეგების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ქონების მართვას, გარიგებების ანალიზს, სხვადასხვა მესამე დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოებას, ინვესტორებთან ურთიერთობასა და საფინანსო რესურსების მოზიდვას.
** მნიშვნელოვანი ფინანსური პროცესების წარმართვა და საკვანძო გადაწყვეტილებებში ფინანსური დირექტორის მხარდაჭერა;
** კომპანიის ფინანსური და საბუღალტრო ფუნქციების მართვა და კონტროლი;
** ფინანსური შედეგების მონიტორინგი და ანალიზი; მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება, ფინანსური გადახრების გავლენის შემცირება;
** სათანადო შიდა კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა;
** ფინანსური პროგნოზირების, ბიუჯეტისა და ანგარიშგების წარმოების პროცესების მართვა;
** სტრატეგიული ბიზნეს გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, მონიტორინგის სისტემების განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** მარეგულირებელ ორგანოებთან, ბანკებთან, აუდიტორებთან, ინვესტორებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** შიდა და გარე აუდიტთან ურთიერთობების წარმართვა და საქმიანობის წარმართვისას მიღებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობა;
** ფინანსური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ყველა ფინანსური დოკუმენტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** დამფუძნებელი კომპანიის ფინანსურ გუნდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დათქმულ ვადებში. კვარტალური, ნახევრადწლიური და წლიური ანგარიშგებების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
** 5+ წლიანი გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციაზე ფინანსების მიმართულებით;
** სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** რისკების მართვის უნარი;
** გუნდის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
** გამორჩეული ლიდერული უნარ-ჩვევები.

უპირატესობად ჩაითვლება კომუნალურ, ენერგეტიკისა ან სამშენებლო ბიზნესებში მსგავსი გამოცდილება და CFA, CPA or ACCA ხარისხები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@ggu.ge არა უგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დანიშნულებაში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ GGU-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე