ფილიალის მმართველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მმართველი - ბათუმი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ფილიალის მმართველის ვაკანსიას ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო DIY (აკეთე შენით) კონცეფციის ჰიპერმარკეტისთვის.

კომპანია წარმოდგენილია თბილისში და ხსნის ახალ ფილიალს ბათუმში. ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი თანამშრომელი. ბათუმის ფილიალი ფუნქციონირებას დაიწყებს 50-მდე თანამშრომლით.

ფილიალის მმართველის პოზიციის მისიაა თანამშრომლების შერჩევა, შენობის გამართვა საქმიანობისთვის, გახსნის შემდგომ ყოველდღიური საქმიანობის მართვა და დაწესებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის თანამშრომლების შერჩევა, მართვა და მოტივირება გაყიდვების ეფექტიანობისთვის
** ფილიალის ფინანსების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში
** გაყიდვების ანალიზის ანგარიშის მომზადება
** ფილიალის რენტაბელურობის უზრუნველყოფა
** ფილიალის საქონლის აღწერების ჩატარება და საწყობის კონტროლი
** დაწესებული სტანდარტების და მოთხოვნების უზრუნველყოფა
** მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** ფილიალის დარბაზის ზედამხედველობა და ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია
** ფილიალის უსაფროთხოების კონტროლი

​საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით
** გაყიდვების სფეროში მმართველობით პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა

ანაზღაურება: 2500-დან 3500-მდე (ლარი თვეში, ხელზე)

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ულიმიტო კორპორატიულ სატელეფონო პაკეტს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/79? 2019 წლის 7 მარტამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე