IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ
"ბეთლაივი" არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.

ძირითადი მოვალეობები:

** IT სამსახურში შემოსული ინციდენტების რეგისტრაცია/იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში ინციდენტების გადამისამართება/მონიტორინგი;
** ქსელებისა და სერვერების მონიტორინგი;
** უცხოელ პროვაიდერებთან კომუნიკაცია.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება: IT მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT მხარდაჭერის სპეციალისტი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე