F&B ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: F&B ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
სს "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი ემ|გრუპ" აცხადებს  ვაკანსიას F&B ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობა მიიღოს F&B დეპარტამენტის მარკეტინგული, ფინანსური და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში;
** კვარტალურად იმუშაოს F&B დეპარტამენტის ფუნქციონირების რეპორტებზე;
** გარკვეული იყოს F&B დეპარტამენტის ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში, ჰქონდეს კომუნიკაცია ობიექტების მენეჯერებთან;
** ჩაინიშნოს F&B დეპარტამენტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და აწარმოოს ყოველდღიური რეპორტინგი საჭირო მიმართულებით;
** ადმინისტრაციის მიერ შექმნილი და განახლებული სტანდარტული პროცედურები გააცნოს ობიექტებს;
** საჭიროებისამებრ აკონტროლოს/შექმნას ყველა საჭირო დოკუმენტაცია, პრეზენტაცია და ა.შ.;
** მონაწილეობა მიიღოს ტრეინინგების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** მოახდინოს სხვადასხვა არხიდან შემოსული თითოეული კომენტარის ანალიზი ((Tripadvisor, Booking.com, Foursquare და ა.შ.)
** ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მენიუების რედაქტირებაში, თვალყური ადევნოს და აკონტროლოს თარგმანის სისწორე, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათი განახლება;
** დახმარება გაუწიოს მენეჯმენტს მენიუს ფასების კორექტირებაში და კონკურენტებთან მათ შედარებაში;
** პერმანენტულად განახორციელოს თითოეული ობიექტის მონახულება და გამოვლენილი უზუსტობების შემთხვევაში მიაწოდოს მენეჯმენტს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი  განათლება, ბაკალავრის ხარისხი, შესაბამის სფეროში (დასავლეთ ევროპის ენა და ლიტერატურა/ბიზნესის ადმინისტრირება და სხვა);
** ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Microsoft Office-ის  სრულყოფილად ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** მოცემულ ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ  პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge 2019 წლის 25 თებერვლამდე.  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე