ციფრული კომუნიკაციის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ციფრული კომუნიკაციის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს  ციფრული კომუნიკაციის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78  კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5  სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ გვერდებზე განსათავსებელი მასალის მომზადება (ძირითადად ტექსტური ნაწილი);
** კომპანიის ვებ-გვერდების კონტენტის მართვა/განახლება;
** კომპანიის ციფრული არხების მართვა და განვითარება.
** კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა და ანგარიშის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომპიუტერული მეცნიერებების ან   მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია შესაბამისი მიმართულებით  სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა ;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Adobe Photoshop-ის საბაზისო ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვალი, 2019

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@evex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ციფრული კომუნიკაციის უმცროსი სპეციალისტი"

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"   მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე