კონტროლინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონტროლინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
სს "ტერაბანკი" კონტროლინგის განყოფილებაში  აცხადებს ვაკანსიას  კონტროლინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, არსებული ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა
** მონიტორინგისას მიღებული მონაცემების დამუშავება
** საკრედიტო პროდუქტების და პროცედურების დახვეწაში მონაწილეობის მიღება
** რეკომენდაციების მომზადება საკრედიტო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ფინანსების  და საბანკო საქმის მიმართულებით)
** დაკრედიტების ან აუდიტის მიმართულებით  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ტრენინგი/სასწავლო კურსი - ACCA
** კომპიუტერული პროგრამები- B2000, LMS
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - საშუალო დონეზე
** კომპიუტერული უნარები - MS office

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარი  
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა 22 თებერვლის 18:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: vacancy@terabank.ge  

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ  წარმატებას!  
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე