ღია კარის დღე ადგილობრივი კომპანიებისთვის
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ღია კარის დღე ადგილობრივი კომპანიებისთვის
მომწოდებელი: აშშ საელჩო
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
თანდართული ფაილი: 205013-US EMBASSY-Applicaiton Form.zip
ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ღია კარის დღეს ადგილობრივი კომპანიებისთვის.

შეხვედრის მიზანი იქნება დაინტერესებული პირები გაეცნონ, როგორ აწარმოონ ბიზნესი ამერიკის საელჩოსთან.

შეხვედრის დროს მიმოხილული იქნება შესყიდვის/ტენდერის პროცედურები, შეკვეთის განთავსების და კონტრაქტის სახეები და გადახდის პირობები; ასევე, ადგილობრივ მომწოდებლებს ექნებათ საშუალება, მიიღონ პასუხი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შეკითხვაზე.

დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს შეუძლიათ მოგვაწოდონ სრულყოფილი სააპლიკაციო ფორმა 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: TbilisiGSOProcurement@state.gov

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება მომწოდებელთა კლასიფიკაცია, რის შემდეგაც წერილობით ეცნობებათ ღია კარის დღის თარიღი და დრო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ეხება მხოლოდ შესყიდვებს და არ მოიცავს საელჩოს საგრანტო პროგრამას. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე TbilisiGSOProcurement@state.gov
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე