საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიიღოს მონაწილეობა აკადემიის PR-ის გეგმის დაგეგმვასა და შემუშავებაში;
** შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად დაგეგმოს, განახორციელოს და მონიტორინგი გაუწიოს წინასწარ განსაზღვრულ აქტივობებს;
** ჩაერთოს აკადემიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის ზეიმების დაგეგმვაში;
** უზრუნველყოს აკადემიაში განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების დროულად და ხარისხიანად გაშუქება სოციალური ქსელით;
** უზრუნველყოს მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** უზრუნველყოს აკადემიის ვებ გვერდისა და Facebook გვერდის ადმინისტრირება და ინფორმაციის დროულად განახლება;
** შეასრულოს ადამიანური რესურსების მენეჯერის ფუნქციები;
** უზრუნველყოს ეფექტური ვიდეო და ფოტოგადაღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭებათ სკოლაში ნამუშევარ კანდიდატებს;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულფასოვანი ცოდნა;
** სასურველია ფოტო და ვიდეო ფორმატირების პროგრამების ფლობა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ენაზე მისამართზე: info@cea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე