დასაქმება და პრაქტიკები ახალგაზრდებისთვის
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დასაქმება და პრაქტიკები ახალგაზრდებისთვის
მომწოდებელი: ევროპული ენების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
ევროპული ენების ინსტიტუტი "ELI"- European Language Institute პროფესიული განათლების პროგრამის - "სასტუმროს საქმის" ფარგლებში გთავაზობთ მაღალანაზღაურებად დასაქმებას და პრაქტიკებს გერმანიაში.

სტაჟიორი ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიას 400 ევროდან 800 ევრომდე, გარდა ამისა პროგრამა უზრუნველყოფს უფასო საცხოვრებელსა და კვებას.

გერმანიის სხვადასხვა მიწებზე ტურიზმის ინდუსტრიაში ცოდნის ამაღლების მიზნით პრაქტიკანტი იმუშავებს და იცხოვრებს მაღალბიუჯეტიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში!

გერმანიაში გამგზავრება თქვენთვის სასურველ დროს!

სტიპენდიის ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება ენის ცოდნის დონით და სამუშაო გამოცდილებით

** პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა
** გერმანული ენის ცოდნა A2-C1 დონეზე
** მოტივაცია, შრომის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალობა, ნებისყოფა, სისწრაფე, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი

ვინც არ იცის გერმანული ენა, ვთავაზობთ ამ პროგრამისთვის შემუშავებულ სწრაფ კურსს! პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 18 დან 39 წლამდე

** პროგრამა ხორციელდება პროფესიული განათლების "ტურიზმის მენეჯმენტი- სასტუმროს საქმე"-ის ფარგლებში
** სწავლის ხანგრძლივობა - 16 კვირა (ერთი თვე საქართველოში თეორიული კურსი, სამი თვე გერმანიაში პრაქტიკული საქმიანობა)
** სწავლის ღირებულება: 960,- ლარი (გერმანიაში პრაქტიკების დასრულებისას საქართველოში გაწეული ხარჯების ნაწილი გიბრუნდებათ უკან)

ინტერკულტურული მოსამზადებელი კურსის მიზანია, პროგრამის მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სასტუმროს მიდგომებისა და პრაქტიკების შესახებ. აღნიშნული ტრეინინგი მსმენელებს შეასწავლის სასტუმროს სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, ხარისხიან სერვისს, კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურებას. პროგრამის წარმატებით გავლის შემდგომ მსმენელს გაუადვილდება მოახდინოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ გარემოში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

დაინტერესებულმა პირებმა პირველ ეტაპზე ელფოსტაზე: info@eli.ge უნდა გამოგვიგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

** სახელი, გვარი, ასაკი და ამჟამინდელი საქმიანობა;
** გერმანული ენის ცოდნის დონე, ინგლისური ენის ცოდნის დონე;
** რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა;
** თქვენი ტელეფონის ნომერი

აუცილებლად დაგიკავშირდებით!
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე