ფარმაცევტული კომპანია "გეა" აცხადებს მიღებას გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე (1 საშტატო ერთეული).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #6
სამუშაო დატვირთვა: დადგენილი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00-19.00 სთ - მდე.
შრომითი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა (როგორც ზეპირი, ასევე წერითი);
** რუსული ენა - კარგად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
კონკურსის პირობები და ეტაპები: კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად, რის შემდეგაც შეირჩევა სასურველი კანდიდატი.
** ეტაპი - CV-ის განხილვა;
** ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში
** ეტაპი - ზეპირი გასაუბრება;
მუშაობის დაწყება მოხდება 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად ინგლისურ ან ქართულ ენაზე 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gea.ge
ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს. |