ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
შპს "ელემენტ  კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო  განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ხარისხის მართვის სისტემების მომზადება (ISO სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით)  და  კომპანიის მენეჯმენტისთვის შეთავაზება, მისი დანერგვის სამოქმედო გეგმის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** ხარისხის კონტროლის პროცესების  მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ხარისხის მართვის სისტემებთან  და ISO სტანდარტის მოთხოვნებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება და კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
** ხარისხის მართვის სისტემის  ფუნქციონირების მონიტორინგი;
** ხარისხის მართვის სისტემაში არსებული შეუსაბამობების/ხარვეზების გამოვლენა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით: ხარისხის მართვის პროცედურები, სტანდარტები, დოკუმენტური ფორმები, მიღებული ანგარიშები, შეფასების ანალიზები,  სტატისტიკური შედეგები და ა.შ;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა  და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ადამიანური, მექანიკური, ტექნოლოგიური შეცდომების მინიმიზაცია;
** ობიექტების ხარისხის მაჩვენებლების რეპორტის წარმოება, განახლება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
** აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების მიზეზის განსაზღვრა-დადგენა;
** უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე  2 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში  (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად  ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ცოდნის გადმოცემის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2019 წლის 25 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე