CENN აცხადებს ტენდერს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით.
შესაძენი ავტომობილის რაოდენობა: 1
შემოთავაზებული ავტომობილი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
** გამოშვების წელი - 2018 / 2019
** წამყვანი თვლები - 4x4
** გადაცემათა კოლოფი - ავტომატიკა
** ძრავის სიმძლავრე - მინ. 140 ცხ. ძალა
** კლირენსი - მინ. 185 მმ.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** ავტომობილის ღირებულება დღგ-ს გარეშე (ავტომობილის ღირებულებას თან უნდა ერთვოდეს კომპლექტაცია, სავალდებულო);
** 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
** გამოშვების წელი;
** ავტომობილის ღირებულება;
** გარანტია/სერვისი;
** საწვავის ხარჯი;
** კომპლექტაცია;
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org |