კიბერსუსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კიბერსუსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
თანდართული ფაილი: 204941-airports-app.zip
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საავიაციო უშიშროების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების კიბერსუსაფრთხოების სპეციალისტი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქციები:

** კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა, რეაგირება, ანალიზი და მათზე რეაგირების კოორდინაცია, გამოვლენილი ფაქტების შესახებ ანგარიშის მომზადება.
** კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია.
** კომპიუტერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინფორმაციული უსაფრთხოების მონიტორინგი.
** კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა.
** განხორციელებული კიბერშეტევებისა და კომპიუტერული ინციდენტების შესწავლა და ანგარიშის მომზადება.
** კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებისა და კვლევისათვის აუცილებელი მონიტორინგის სისტემების დანერგვა და მართვა.
** ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა.
** მავნე კოდის ანალიზი.
** ქსელური ტრაფიკის ანალიზი.
** არსებული ქსელური სენსორების ყოველდღიური ანალიზი.
** მავნე კოდის ანალიზისთვის აუცილებელი პლატფორმების დანერგვა.
** ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
** მიმდინარე პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა;
** უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემის ადმინისტრირება;
** მომხმარებელთა ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკურ სფეროში);
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

დამატებითი მოთხოვნები: ISO სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე