ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამა ავსტრიაში
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამა ავსტრიაში
მომწოდებელი: ალპბახის კლუბი - საქართველო
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 15 მარ
"ალპბახის კლუბი - საქართველო" აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისათვის და გიწვევთ "ალპბახის ევროპულ ფორუმში" (European Forum Alpbach) მონაწილეობის მისაღებად ავსტრიაში, 2019 წლის 14 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

"ალპბახის კლუბი - საქართველო" არის "ალპბახის ევროპული ფორუმის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. მისი მიზანია ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა და საქართველოს წარმომადგენლობის გაზრდა ფორუმის ყოველწლიურ პროგრამაში.

ფორუმი ყოველწლიურად 4500-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ავსტრიის დაბა ალპბახში.  ფორუმის მიმდინარეობისას დაგეგმილია სემინარები, დისკუსიები და სიმპოზიუმები, რომლის დახმარებითაც ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ პირადად შეხვდნენ მსოფლიოში ცნობილ ექსპერტებს, მკვლევრებს, ლიდერებს, ინოვატორებს, მეცნიერებს, წამყვანი უნივერსიტეტის ლექტორებს და მათთან ერთად იმსჯელონ თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე პოლიტიკის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, მეცნიერების, ბიზნესისა და კულტურის სფეროებში.

2019 წლის ფორუმის თემაა: თავისუფლება და უსაფრთხოება.
ფორუმის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.alpbach.org

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს,  რომლებიც დაინტერესებული არიან ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებით და ფლობენ ინგლისურ ენას.

მონაწილეებს ალპბახის ევროპული ფორუმისაგან გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამომავლოდ განიხილებიან, როგორც "ალპბახის კლუბი - საქართველოს" წევრები.

ფორუმში მონაწილეობის საფასურია 140 ევრო.  მონაწილეებმა თავად უნდა დაფაროს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სპონსორის მოძიების შემთხვევაში, კლუბი გასცემს ოფიციალურ წერილს აღნიშნული ფინანსური საჭიროებების შესახებ და აქტიურად დაეხმარება მათთან თანამშრომლობაში.

მონაწილეთა შერჩევის პროცედურა მოიცავს 2 ეტაპს:

1. განაცხადების მიღება და მათი გადარჩევა;
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: clubalpbachgeorgia@gmail.com 2019 წლის 15 მარტამდე. სათაურის ველში მიუთითეთ: "European Forum Alpbach 2019: Liberty and Security".

"ალპბახის კლუბი - საქართველო" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე