ანგარიშგებისა და ბიუჯეტის განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანგარიშგებისა და ბიუჯეტის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ამოცანებია: სებ-ის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა; ანგარიშგებების საფუძველზე ბანკის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი; სებ-ის სისტემაში საბუღალტრო პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება; ეროვნული ბანკის ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი; ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების მიხედვით ანგარიშსწორება;

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამკიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიუჯეტის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული პროცესების სრულყოფაზე ზრუნვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
** ფინანსური და სხვა ანგარიშგებების (მათ შორის ხარჯების მიხედვით ანგარიშგების) მომზადება და ანალიზი;
** ყოველწლიური ანგარიშგების მომზადება/ანალიზი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის განვითარებაში მოანაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების პროცესების ავტომატიზაციისა და შემდგომი სრულყოფის კუთხით;
** სხვადასხვა კვლევებში მონაწილეობის მიღება დეპარტამენტის ფუნქციების მიმართულებით;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების დარგში);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება (სასურველია წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება);
** სასურველია ACCA-ს სერთიფიკატის ფლობა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word, Power Point, Outlook).

კომპეტენციები:

** თვითგანვითარების სურვილი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი.

თანამდებობრივი სარგო: 2 000 - 4 000 ლარი (დარიცხული) - განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 21 თებერვლამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge. სათაურის ველში აუცილებლად მუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ანგარიშგებისა და ბიუჯეტის განყოფილების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე