მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
"თერმოინდუსტრია" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. თერმოინდუსტრია" 2012 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს გარემოზე ორიენტირებულ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან და უნგრეთიდან. "თერმოინდუსტრია" მსოფლიოს არაერთი წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. "თერმოინდუსტრია" გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის/ბიუჯეტის შემუშავება, განხორციელება, კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება/კონტროლი;
** კომპანიის სარეკლამო/საიმიჯო საშუალებების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოც. ქსელების კონტროლი, სოც. მედია მენეჯერთან ერთად სოც. ქსელების გეგმის შემუშავება/დაგეგმვა/კონტროლი;
** სარეკლამო კომპანიებთან და დიზაინერებთან მჭიდრო კავშირი;
** მომსახურების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** კონფერენციების, სემინარების და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება;
** პრეზენტაციების მომზადება;
** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** CRM პროგრამის დანერგვაში აქტიური მონაწილეობა და შემდგომი მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება
** გამოცდილება: მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@thermoindustria.com და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 20 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე