კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
"თერმოინდუსტრია" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. "თერმოინდუსტრია" 2012 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს გარემოზე ორიენტირებულ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან და უნგრეთიდან. "თერმოინდუსტრია" მსოფლიოს არაერთი წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.

"თერმოინდუსტრია" გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა/მონიტორინგი;
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული, დავალებების შესრულება;
** კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე ზრუნვა;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსის მოთხოვნის შესაბამისად;
** დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განათლება)
** გამოცდილება: გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ენების ცოდნა: ქართული, (სასურველია ინგლისური ან/და რუსულის ენის ცოდნა)
** კომპიუტერული პროგრამები: 1C, Microsoft Office

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@thermoindustria.com და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კორპ. გაყიდვების მენეჯერი/თბილისი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 20 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე