მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ქალთა ბედნიერება
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
მაღაზია "ქალთა ბედნიერება" პეკინის ფილიალში სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 350 ლარი
ხელფასი: ფიქსირებულს + ბონუსი (გამომუშავების შესაბამისად)
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (მონაცვლეობით: 13:00-დან 21:00-მდე / 10:00-დან 21:00-მდე)
დასვენების დღეები: 2 დღე შუა კვირაში.
გამოსაცდელი ვადა (სასწავლო პერიოდი)- 2 თვე (I თვე - 150 ლარი, II თვე - 250 ლარი)

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე სასურველია.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ასაკი: 22-45 წელი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: qaltabedniereba@gmail.com და სათაურის ზოლში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე