ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ინდეკო
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
დეველოპერული კომპანია "ინდეკო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** კომპანიაში შემოსული და გამავალი კორესპონდენციისა და დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, განაწილება
** სტანდარტული დოკუმენტების მომზადება, აღრიცხვა, განაწილება
** კომუნიკაცია კომპანიის მომხმარებელთან
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** შეხვედრების ორგანიზება
** კომპანიის თანამშრომლებისთვის მივლინებების უზრუნველყოფა (საელჩოებთან, სასტუმროებთან და ავიასააგენტოებთან ურთიერთობა)
** ჩამოსული სტუმრების/პარტნიორების დახვედრის, მათი სასტუმროებში განთავსებისა და ტრანსპორტირების ორგანიზება
** სოციალურ ქსელში ინფორმაციის განახლება კომპანიის შესახებ
** კომპანიის მეილების და დომენების გადასახადის კონტროლი
** სადაზღვევო და საკომუნიკაციო მომსახურების კონტროლი და განახლება
** ყოველდღიური საოფისე საკითხების კონტროლი და მოგვარება
** საჭიროების შემთხვევაში შეხვედრებზე გასვლა ოფისის გარეთ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** აკადემიური წერის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2019 წლის 25 თებერვლის 18:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@indeco.ge და გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე