კონკურსი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 4 თებ / განახლდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
"სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ეფექტურ რეალიზებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობით, სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

2017-2020 წლებში "სიდას" საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება;
** ადამიანის უფლებები;
** კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა;
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება;
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება;
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა (FASSI)",  ფარგლებში, "სიდა"  აცხადებს იდეების კონკურსს სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის.

პროექტს (FASSI) "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელობით ახორციელებს კონსორციუმი, რომლის წევრები არიან "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" ("სიდა"), "ექსპორტის განვითარების ასოციაცია" (EDA), "ISET"-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI) და ასოციაცია "ათინათი".

კონკურსში მონაწილეობისთვის, აპლიკანტმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო იდეა ადვოკატირების და კომუნიკაციის კამპანიასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც:

** არსებულ და პოტენციურ წევრებს და ბენეფიციარებს ინფორმაცია მიეწოდებათ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის/ბიზნეს ასოციაციის საქმიანობაზე; 
** გაძლიერდება და გაფართოვდება ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის/ბიზნეს ასოციაციის საქმიანობის არეალი და ხელი შეეწყობა ორგანიზაციის სერვისების გამრავალფეროვნებას, პოპულარიზაციას ან განვითარებას;
** მოხდება სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევ(ებ)ის კომუნიკაცია და ადვოკატირება ცენტრალურ/ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან;
** გავრცელდება ინფორმაცია "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების" და მის მიერ გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ (პრაქტიკულ კონტექსტში).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო/არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს ან დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეების/საწარმოების მხარდაჭერა.

რა სარგებელს მიიღებენ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები/ბიზნეს ასოციაციები?

** გაზრდიან საკუთარი ორგანიზაციის/ასოციაციის ცნობადობას;
** ​გააფართოვებენ არსებული და პოტენციური წევრების/ბენეფიციარების ქსელს;
** შეაგროვებენ ინფორმაციას საჭირო სერვისების შესახებ, რომლის საშუალებითაც რელევანტურ სერვის-პაკეტებს შესთავაზებენ წევრებს;
** მოაგვარებენ/წვლილს შეიტანენ ორგანიზაციის წინაშე ან სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემის გადაჭრაში;
** მიიღებენ ადგილობრივ/რეგიონულ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ბიზნესებთან, ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილებას;

აპლიკაციის პროცესი:

აპლიკანტმა ორგანიზაციამ, 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს:

1. ინფორმაცია ორგანიზაციის და მისი საქმიანობის შესახებ - ორგანიზაციული პროფილი (სფერო, განხორციელებული საქმიანობა/პროექტები, ორგანიზაციის ისტორია, თანამშრომლები/თანამშრომლების CV-ები, ა.შ)
2. საკომუნიკაციო/ადვოკატირების კამპანიის კონცეფცია, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
2.1. ორგანიზაციის წინაშე ან სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული კონკრეტული პრობლემა/გამოწვევა (გთხოვთ აირჩიოთ ერთი კონკრეტული მიმართულება, მაგ. თაფლის წარმოება; სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის განვითარება; სოფლის მეურნეობის ორგანული პროდუქციის წარმოება; მესაქონლეობა; რძის წარმოება; მებოსტნეობა; ა.შ);
2.2. პრობლემის გადაჭრის გზა/გზები - აღწერეთ როგორ პასუხობს თქვენი ადვოკატირების/კომუნიკაციის კამპანიის იდეა აღნიშნულ პრობლემას;
2.3 აქტივობების/ღონისძიებების ჩამონათვალი ვადებისა და განხორციელების ადგილის მითითებით;
2.4  სამიზნე ჯგუფის მოკლე აღწერა;
2.5. დაგეგმილი აქტივობების სავარაუდო ხარჯები/ბიუჯეტი (ცხრილის სახით);

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში, ელ. ფოსტაზე fassi@gfa.org.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

** კამპანიის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
** კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება რამდენიმე ორგანიზაცია;
** აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს მოთავსებული ერთ Word-ის დოკუმენტში (CV-ების გამოგზავნა შესაძლებელია ცალკე);
** ბიუჯეტში შესაძლებელია ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასის გათვალისწინება (არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი თანხის 20 %-ს);
** ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს კამპანიის მთლიანი ბიუჯეტის 10 %-იანი თანადაფინანსება და აჩვენოს წარმოდგენილ ბიუჯეტში (მაგ. თუ კამპანიის ბიუჯეტია 5000 ლარი, აქედან 500 ლარის ხარჯი უნდა გაიღოს ორგანიზაციამ); თანადაფინანსებად ჩაითვლება მხოლოდ თანხა და არა ე.წ in-kind კონტრიბუცია.

შეკითხვების შემთხვევაში ან დამატებითი განმარტების მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: fassi@gfa.org.ge ან +995 557 56 66 01.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე