იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: აგრონომ
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
კომპანია "აგრონომ"-ს ესაჭიროება იმპორტის მენეჯერის ასისტენტი თბილისში.

მოვალეობანი:

** არსებულ უცხოელ პარტნიორებთან საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება;
** შესყიდვების პროცესში ჩართულობა და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
** შესყიდული პროდუქციის დატვირთვისა და მიღების პროცესების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (შემოწმდება გასაუბრებაზე);
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** განიხილება კანდიდატები გამოცდილების გარეშე;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;

ანაზღაურება: ფიქსირებული - 500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე hr@agronom.com.ge;შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე