ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: სიბლერ ფილმსი
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
"სიბლერ ფილმსის" გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა თანამშრომლებისაგან. კომპანიის მიმართულებებია: სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოება და სარეკლამო ვიდეორგოლების დამზადება.

კომპანია "სიბლერ ფილმსი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო აღწერილობა:

** პოტენციური კლიენტის მოძიება და სარეკლამო მომსახურების შეთავაზება.
** პოტენციური და არსებული კლიენტების ბაზების მართვა და განახლება.
** ანგარიშის მომზადება გაყიდვების პროცესის შესახებ
** სარეკლამო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 19 - 30 წელი
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით.
** უპირატესად ჩაითვლება სარეკლამო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველ;ია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართულად მეტყველება
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების წარმართვის შესაძლებლობა.
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** სასურველია სარეკლამო ტერმინოლოგიის ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა;

პირობები:

** ანაზღაურება + ბონუსები
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** სამუშაო გრაფიკი ნახევარი განაკვეთი
** გამოსაცდელი ვადა: სამი თვე (ანაზღაურებადი)

საკონტაქტო იმფორმაცია: 599 4111157 (გიორგი)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: siblerfilms@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე