სუსტი დენების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სუსტი დენების სპეციალისტი
მომწოდებელი: ინოტექი
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
უსაფრთხოების სისტემების მომწოდებელი კომპანია "Innotech" (http://www.innotech.ge) აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების ინჟინერი/სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სუსტი დენების დაქსელვა (დაკაბელება)
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობა (ანლოგური, ციფრული)
** დაცვითი და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის გამართვა (ზონური, სამისამართო, უკაბელო)
** სანქცირებული დაშვების სისტემის მონტაჟი და პროგრამული გამართვა

მოთხოვნები:

** სტრუქტურირებულ კაბელიზაციასთან მუშაობის გამოცდილება
** ყველა ტიპის კაბელის დანიშნულების, დაბოლოებების, მათ სამართავად/მოსაწყობად საჭირო მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საფუძვლიანი ცოდნა და გამოყენება
** უსაფრთხოების სისტემების მოწყობილობების, მათ შორის უსადენო მოწყობილობების ტიპებისა და დაერთების პრინციპების ცოდნა
** სასურველია: სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების პროგრამული გამართვის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** მოტივირებული.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 11:00-15:00, კვირა: დასვენება
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ც.დადიანის N7, ს/ც "ქარვასლა", ოფისი C415.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@innotech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკოსი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე