საგრანტო კონკურსი - გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურება
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი - გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურება
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 25 თებ
თანდართული ფაილი: 203215-epf-rfp.zip
ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად.

საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ეფექტური ჩართულობის მხარდაჭერა გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების ადვოკატირებისა და წახალისების და გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების გარშემო საზოგადოებრივი ქცევის ცვლილებისა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობის გზით.

განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 25 თებერვლის 15:00 საათისა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lberdzuli@epfound.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: European Integration Grant Competition.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ დოკუმენტში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე