PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: გერმანული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
გერმანული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** PR-ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება (ღონისძიებები - სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები); პრეს-რელიზების, ანგარიშების, ინტერვიუების, ანალიტიკური მასალების, დაწესებულების საქმიანობის სფეროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებთან დაკავშირებული მოვლენებისა და ღონისძიებების შესახებ მასალების მომზადება; რეკლამის ტექსტების დაწერის უნარი (ბროშურები, ბუკლეტები, რეკლამის განლაგება და ა. შ.).
** ჟურნალის გამოშვების ორგანიზება, ჟურნალის სარეკლამო მხარდაჭერა.
** საიტის ადმინისტრირება
** (სამედიცინო თემატიკა): ახალი ამბების წერა, ტექსტებისა და სექციების განლაგება; სოციალური ქსელების პოპულარიზაცია (ახალი ამბების წერა და გამოქვეყნება, მუშაობა კომენტარებით).
** სუვენირული პროდუქტების შეკვეთა და ბეჭდვა კორპორატიული სტილის მოთხოვნების შესაბამისად;
** შეთანხმებით მუშაობა კონტრაგენტებთან,
** დოკუმენტაციის მართვა თავისი საქმიანობის მიმართულებით.
** ფოტო-მასალის, ვიდეო რგოლების, აუდიო გადაღების ორგანიზება და კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სარეკლამო პროფილით, საზოგადოებასთან ურთიერთობა, "ჟურნალისტიკა", "PR-ი");
** სპეციალობით სავალდებულო სამუშაო გამოცდილება 2 და მეტი წელი
** ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილების მინიმუმ ერთი წელი
** საინფორმაციო სტატიების წერის გამოცდილება (სასურველია დაურთოთ პორტფოლიო).

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: biomedica.vacancy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე