სახელშეკრულებო სამართლის სერტიფიც. კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახელშეკრულებო სამართლის სერტიფიც. კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: იურისტთა უმაღლესი სკოლა
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 22 თებ
"საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა" აგრძელებს მსმენელთა რეგისტრაციას სახელშეკრულებო სამართლის სერტიფიცირებულ კურსზე.

კურსები ჩატარდება:  თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში

ტრენინგის თემატიკა:

** ხელშეკრულების ცნება;
** ხელშეკრულების სუბიექტები - პირთა სიმრავლე ურთიერთობებში, უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის საკითხები, წარმომადგენლობის ინსტიტუტი;
** სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი და მისი მოქმედების შეზღუდვის საფუძვლები;
** ​კონტრაჰირების იძულება;
** ხელშეკრულების ფორმის დადგენის მიზანი, კანონით ან ხელშეკრულების გათვალისწინებული დადგენილი ფორმის დაუცველობის სამართლებრივი შედეგები;
** ხელშეკრულების სტრუქტურა, მისი შედგენის წესი;
** ხელშეკრულების სახეები;
** ხელშეკრულების დადება - მოლაპარაკებების ეტაპი, წინარე ხელშეკრულება, ხელშეკრულების არსებითი პირობები, ოფერტი, აქცეპტი;
** ​ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
** ​ხელშეკრულების პირობების განმარტება;
** მესამე პირების სასარგებლოდ დადებული ხელშკრულება;
** ქუჩაში დადებული ხელშეკრულება;
** ვალდებულების შესრულება; ვალდებულების შესრულების დრო, ადგილი, ხარისხი, სუბიექტები;
** ვალდებულების დარღვევა;
** ვალდებულების შესრულების ან დარღვევის მტკიცების შესაძლებლობები;
** ​ხელშეკრულების შეწყვეტა;
** ​ხელშეკრულების მოშლა, გასვლა;
** ხელშეკრულების მოშლისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები;
** მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები;
** ზიანის ანაზღაურების საკითხები;
** კონკრეტული ხელშეკრულებები.

კურსს წარუძღვება საერთაშორისო ტრენერი ირმა კახიძე

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc7rUopcGjjVCJK3taDnM32GOvvQabupwWmh6f5-5949scdpA/viewform?vc=0&c=0&w=1

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს;

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;

საკონტაქტო ინფორმაცია: 593 78 60 60, 591 92 62 68

E-mail: iuristtaumaglesiskola@yahoo.com
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე