ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: ბიზნეს აკადემია
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 22 თებ
"ბიზნეს სკოლა და აკადემია" საკვირაო სკოლაში აცხადებს   ვაკანსიას  ინგლისური ენის  პედაგოგის პოზიციაზე.

"ბიზნეს აკადემია" ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო ცენტრია. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თითოეული მოსწავლის განათლების და წარმატებისთვის. "ბიზნეს აკადემია" მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც მოსწავლეს ხვდება სასიამოვნო, კომფორტული გარემო და ხვდებიან კვალიფიციური პედაგოგები.  ჩვენი პედაგოგების დამსახურებით, ბიზნეს აკადემიას უშედეგო მოსწავლე არ ყავს. ჩვენ ვეძებთ ისეთ კადრს, რომელსაც აქვს მოსწავლეებთან მუშაობის უნარ-ჩვევები ჩამოყალიბებული და განვითარებული, ვისი პრიორიტეტის მოსწავლეების განათლება და შედეგია. "ბიზნეს აკადემია" მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის საიმედო ადგილია.  ჩვენ  დიდი სანდოობით დავიმკვიდრეთ  ადგილი საგანმანათლებლო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ჩვენს გუნდ შემოუერთდნენ ისეთი პედაგოგები, ვინც ჩვენი ორგანიზაციის ავტორიტეტს  შეინარჩუნებს და ასევე თითოეული მოსწავლის შედეგებზე იზრუნებს.

საკვირაო სკოლის მოთხოვნები  ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე:

** ინგლისური ენის ფილოლოგი ბაკალავრის ხარისხით
** სასურველია მაგისტრის ხარისხი
** სასურველია TKT-ის ან  PRE-CELTA-ს სერტიფიკატი
** სასურველი მასწავლებლის სერტიფიკატი
** ასაკი -35 წლამდე
** სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები.

**  დაკისრებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულება
** ეფექტურად და ხარისხიანად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა
**  ჯგუფის შედეგების წარდგენა ადმინისტრაციასთან
**  მოსწავლის მომზადება სასერთიფიკატო გამოცდებისთვის
** გამოცდის დანიშვნა დაგეგმვა

თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** მოტივირებული
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** გუნდთან მუშაობის უნარი
** მიზანდასახული
** პოზიტიური

შერჩევის ეტაპები: 
I რეზიუმე 
II გასაუბრება 
III გასაუბრება 

დამწყები პედაგოგისთვის, მინიმუმ   2 კვირა - სტაჟირება და პარალელურად  2 ჯგუფში გაკვეთილების ჩატარება  
გამოცდილი პედაგოგებისთვის: 2 გაკვეთილი საპრეზენტაციო გაკვეთილი
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და  კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო საათები: კვირა -11სთ-დან  17სთ-მდე. 

 დაინტერესებულმა პირებმა   გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე:  careerhrba@gmail.com, სათაურში მიუთითეთ  "ინგლისური ენის მასწავლებელი"  

რეზიუმესთან ერთად სავალდებულოა გადმოაგზავნოთ სერტიფიკატების ასლი, სასურველია  სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილი

 ვისაც დაინტერესებულია თვით განვითარებით და სამომავლოდ დასაქმებით, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კადრებს, ვისთანაც ვითანამშრომლებთ გრძელვადიანი პერიოდით.

 facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე