სუპერვაიზერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სუპერვაიზერი - ქუთაისი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 22 თებ
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის (სუპერვაიზერის) ვაკანსიას ქუთაისში

აუცილებელი მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო გეგმების განაწილება აგენტებზე;
** შესრულების მონიტორინგი;
** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** ახალ ობიექტებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** ​კონსიგნაციის კონტროლი/მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის მართვა;
** ყოველდღიური მარშრუტების შედგენა/შესრულების კონტროლი;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
** ​ლიდერული უნარები;
** კომუნიკაბელურობა;
** სხვისი საქმიანობის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ilgeorgia.ge, 22 თებერვლის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.


წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე