გაყიდვების მენეჯერი, განხორციელების/დანერგვის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, განხორციელების/დანერგვის კონსულტანტი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 22 თებ
სასწრაფოდ! საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერისა და განხორციელების/დანერგვის კონსულტანტის პოზიციაზე .

1. გაყიდვების მენეჯერი

სამუშაოს მიზანი:

პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან დაკავშირება, ჩვენი პროდუქციის შეთავაზება, ახალი მომხმარებლების მოძიება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ბუღალტერია)
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით(სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით)
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერითი ისე ვერბალური ნაწილის ცოდნა)
** სპეციალური კურსის გავლა ინტეგრაციისთვის (კურსი ორგანიზებულია კომპანიის მიერ)
** კომუნიკაციისა და დამაჯერებლობის უნარი
** დროისა და პრიორიტეტების სწორი გადანაწილება
** მომხმარებლებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარება
** სასიამოვნო გარეგნობა

ამოცანები და მოვალეობები:

** პროდუქციის/მომსახურების წარდგენა, შეთავაზება და გაყიდვა არსებული და მომავალი მომხმარებლებისთვის
** გრაფიკის ფარგლებში შეთანხმებული გაყიდვების მიზნებისა და შედეგების მიღწევა
** გაყიდვების მცდელობის კოორდინირება გუნდის წევრებთან და სხვა განყოფილებებთან
** ტერიტორიის/ბაზრის პოტენციალის, ანალიზი, გაყიდვებისა და მიმდინარეობის ანგარიშებზე დაკვირვება
** ხელმძღვანელობისთვის მომხმარებელთა საჭიროებების, პრობლემების, ინტერესების კონკურენტუნარიანი საქმიანობების და ახალი პროდუქტებისა და სერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიშის ჩაბარება
** მიმდინარე სარეკლამო ტენდეციებისთვის თვალყურის დევნება
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
** კანდიდატი მზად უნდა იყოს სასწავლო კურსის გასავლელად საზღვარგარეთ. რომელიც ორგანიზებული და დაფინანსებულია კომპანიის მიერ.
** თანამდებობრივი სარგო -800 ლარი (პლუს ბონუსური სისტემა)

2. განხორციელების/დანერგვის კონსულტანტი

სამუშაოს მიზანი:

საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად ჩვენი მომხმარებლებისთვის დროული და მაღალხარისხიანი მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ბუღალტერია)
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება პროგრამული განხორციელებისა და დანერგვის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერითი ისე ვერბალური ნაწილის ცოდნა)
** სპეციალური კურსის გავლა ინტეგრაციისთვის (კურსი ორგანიზებულია კომპანიის მიერ)
** კომუნიკაციისა და დამაჯერებლობის უნარი
** დროისა და პრიორიტეტების სწორი გადანაწილება
** სასიამოვნო გარეგნობა

ამოცანები და მოვალეობები:

** განხორციელების/დანერგვის გეგმებისა და გრაფიკების მომზადება თითოეული სისტემისთვის.
** მომხმარებელთან მოლაპარაკება, რათა დათანხმდეს განხორციელების გეგმასა და გრაფიკს.
** ზედამხედველობა გაუწიოს მომხმარებლებს, რათა მოხდეს სისტემის კონფიგურირება შესაბამისი გზით.
** სისტემის დანერგვა მომზადებული გეგმისა და დოკუმენტების შესაბამისად პროგრამაში CRM.
** დანერგვის პროცესის მოთხოვნისამებრ დროულად დასრულება და მისი დახურვა პროგრამაში CRM.
** განვითარების სექტორისთვის რეკომენდაციების მიწოდება პროგრამული უზრუნველყოფის შესამუშავებლად
** მომხმარებელთა პრობლემებზე დროული რეაგირება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
** კანდიდატი მზად უნდა იყოს სასწავლო კურსის გასავლელად საზღვარგარეთ. რომელიც ორგანიზებული და დაფინანსებულია კომპანიის მიერ.
** თანამდებობრივი სარგო -800 ლარი (პლუს ბონუსური სისტემა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე newservicehr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე