ვიდეო კონტროლის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვიდეო კონტროლის ოფიცერი
მომწოდებელი: კიბერ სერვისი
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 25 თებ
შპს "კიბერ სერვისი" არის კომპანია, რომელიც IT და უსაფრთხოების კუთხით მომსახურებას უწევს რამოდენიმე მსხვილ კომპანიას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტროლის ოფიცერი გოგონას თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, ჩანტლაძის ქ. 40
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (ყოველ მესამე დღეს 24 საათი)
ანაზღაურება: 450 ლარი (ხელზე ასაღები)
სქესი: მდედრობითი

მოთხოვნები:

** სასურველია, მაგრამ არასავალდებულო უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება ვიდეო მონიტორინგის სამსახურში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook).

მოვალეობები:

** კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
** არსებული დარღვევების დაფიქსირება;
** პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება;
** დარღვევების სისტემატიზაცია, პროგრამაში დაფიქსირება და ანალიზი;
** გამოვლენილი დარღვევების დეპარტამენტების მიხედვით გამიჯვნა;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ ყოველთვიური რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** სამუშაო დღის დასაწყისში და ბოლოს წარმოების თანამშრომლების შემოწმება;
** მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში დაფიქსირება
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;

უნარ-ჩვევები :

** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** არაკონფლიქტური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@cyberservice.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე