კურსი - Cisco Certified Network Associate
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - Cisco Certified Network Associate
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 22 თებ
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

ასოციაცია "გრენა" გთავაზობთ კურსს - CCNA (Cisco Certified Network Associate).

კურსის შინაარსი:

კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან "Cisco"-ს მოწყობილობების (მარშრუტიზატორების, კომუტატორების) არქიტექტურას, მათი ინსტალაციისა და კონფიგურაციის ბაზურ საკითხებს, კომპიუტერული ქსელის მუშაობის პრინციპებს, მასში მიმდინარე პროცესებს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისის. პროტოკოლისა და პროგრამის ფუნქციონირების საკითხებს.

კურსი შედგება 4 ნაწილისგან:

** კომპიუტერული ქსელების საფუძვლები
** მარშრუტიზაცია და მარშრუტიზაციის პროტოკოლები
** კომუტაცია ლოკალურ ქსელებში და უკაბელო კავშირი
** მოშორებული ქსელების ჩართვის ტექნოლოგიები.

კურსის ხანგრძლივობა: 6-7 თვე, კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობაა 2-2,5 საათი.
კურსის საფასური: 1200 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე: http://academy.grena.ge

მის.: თ. ჭოველიძის ქუჩა 10, 0108 თბილისი
ტელ: +995 32 225 05 90
ელ-ფოსტა: contact@grena.ge
ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/
ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე