ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხელოსანი
მომწოდებელი: მასტერი #1
გამოქვეყნდა: 21 იან / ბოლო ვადა: 21 თებ
შპს "მასტერი N1" ემსახურება როგორც კერძო ასევე იურიდიულ პირებს ადგილზე მისვლით. ჩვენ გვყავს გამოცდილი სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით: სანტექნიკა, ელექტროობა, გათბობისა და კონდიცირების სისტემების შეკეთება/მონტაჟი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთება, დალაგება/დასუფთავება, IT მომსახურება და სხვა.

კომპანია დამატებით დაასაქმებს რამოდენიმე გამოცდილ ხელოსანს.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 1,000-დან 1,300 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).

ძირითადი მოვალეობები:

** სარეცხი მანქანების შეკეთება,
** მაცივრების შეკეთება,
** გამათბობლების შეკეთება,
** სხვადასხვა წვრილმანი ელექტრო ნივთების შეკეთება.
** წვრილმანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება,
** შუშის ჩასმა, ავეჯის აწყობა,
** ტელევიზორის მონტაჟი,
** ფარდის კარნიზის მონტაჟი,
** გამწოვის მონტაჟი,
** უნიტაზი, ნიჟარა, ონკანი, ვენტილი, დრეკადი მილების მონტაჟი,
** პლასტმასის მილების შედუღება უთოთი,
** ჭაღის, სანათის მონტაჟი,
** კარის სახელურის, საკეტის შეცვლა,
** ელ. ჩამრთველების შეცვლა,
** წყლის ელ. ბაკის მონტაჟი/შეკეთება,
** ცენტრალური ქვაბის მონტაჟი/შეკეთება,
** გაზის გამათბობლების მონტაჟი/შეკეთება.

ძირითადი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებისა და ორგანიზების უნარი,
** კომუნიკაბელურობა,
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა,
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოგზავნოთ მისამართზე cv@unlimitedwe.org

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 596 401122, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:30 საათიდან 18:30 საათამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე