გაყიდვების გუნდის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების გუნდის მენეჯერი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 21 იან / განახლდა: 21 იან / ბოლო ვადა: 21 თებ
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. "ოდისეას" წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს  უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება ადგილზე მიტანის უფასო სერვისით.

კომპანია "ოდისეა" აცხადებს  ვაკანსიას  გაყიდვების გუნდის მენეჯერის  პოზიციაზე.     

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი 16ა.
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ - 18:00 სთ / 14:00 სთ - 22:00 სთ;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება:  შეთანხმებით.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** დაგეგმოს გაყიდვების სტრატეგია (გეგმები/შესრულება);
** აწარმოოს გაყიდვების აგენტების საქმიანობის მონიტორინგი, 
** წარუდგინოს მენეჯმენტს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები;
** დაგეგმოს და განახორციელოს სამოტივაციო სქემები და პროგრამები, რაც გაზრდის გაყიდვების ჯგუფის    მოტივაციას და ლოიალურობას კომპანიის მიმართ;
** აწარმოოს მოლაპარაკებები მომწოდებლებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ინოვაციური და კრეატიული;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@odisea.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე