მოწვეული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოწვეული სპეციალისტი
მომწოდებელი: უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 იან / ბოლო ვადა: 25 თებ
თანდართული ფაილი: 202948-usgeorgia.zip
შპს "უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მოწვეული სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ცხადდება კონკურსი მოწვეული სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგ სპეციალობებზე:

1. მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება:

დარგი/სპეციალობა - მარკეტინგი: მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული
დარგი/სპეციალობა - ფინანსები: მოწვეული სპეციალისტი - 3 საშტატო ერთეული
დარგი/სპეციალობა - მენეჯმენტი: მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული
დარგი/სპეციალობა - საბუღალტრო აღრიცხვა: მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული
დარგი/სპეციალობა - აუდიტი: მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

2. მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებანი:

დარგი/სპეციალობა - ინგლისური ფილოლოგია: მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული
დარგი/სპეციალობა - ფილოლოგია: მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

3. მიმართულება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი:

დარგი/სპეციალობა - მათემატიკა: მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

4. მიმართულება - სოციალური მეცნიერებანი: დარგი/სპეციალობა - ეკონომიკა

5. მოწვეული სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

მუხლი 2. კონკურსის ჩატარების პირობები:

ა. მოწვეული პერსონალის თანამდებობაზე შეიძლება შერჩეულ იქნეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი.
ბ. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება: აკადემიური/სამეცნიერო ხარისხით ან/და პროფესიული გამოცდილებით (მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკით) ან/და სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
გ. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
დ. მოწვეული პერსონალის თანამდებობაზე არჩევა ხდება 1 წლის ვადით.

მუხლი 3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დამტკიცებული ფორმით); დანართი 1
ბ. კონკურსატის ანკეტა (დამტკიცებული ფორმით); დანართი 2
გ. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები
დ. შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);
ე. სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბილო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
ვ. ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით შესაბამისი სალექციო კურსის (კურსების) სილაბუსი (სილაბუსები);
ზ. ბოლო პუბლიკაციის/ნაშრომის/წიგნის/მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
თ. 2 ფოტოსურათი ¾-ზე; ელექტრონული CD დისკზე;
ი. პირადობის მოწმობის ასლი;

მუხლი 4. კონკურსის ჩატარების ვადა.

კონკურსი ცხადდება 2019 წლის 18 იანვარს.

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2019 წლის 19 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46, ტელ. 2 36-91-60.

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა;
** მეორე ეტაპი - გასაუბრება/ლექცია;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 28 თებერვალს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე