აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 იან / ბოლო ვადა: 1 მარ
თანდართული ფაილი: 202947-usgeorgia.zip
შპს "უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

შპს "უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში" ცხადდება კონკურსი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება:

დარგი/სპეციალობა - ფინანსები:

** პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
** ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა - მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
დარგი/სპეციალობა - საბუღალტრო აღრიცხვა: პროფესორი - 1 საშტატო ერთეული; ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
დარგი/სპეციალობა - აუდიტი: ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

კონკურსის ჩატარების პირობები:

** პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
** ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
** ასისტენტი აირჩევა 4 წლის ვადით. პროფესორი და ასოცირებული პროფესორი აირჩევა 6 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დამტკიცებული ფორმით);
** კონკურსანტის ანკეტა (დამტკიცებული ფორმით);
** შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები
** სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);
** სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბილო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
** ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით შესაბამისი სალექციო კურსის (კურსების) სილაბუსი (სილაბუსები);
** ბოლო პუბლიკაციის/ნაშრომის/წიგნის/მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
** 2 ფოტოსურათი ¾-ზე; ელექტრონული CD დისკზე;
** პირადობის მოწმობის ასლი;

კონკურსის ჩატარების ვადა: კონკურსი ცხადდება 2019 წლის 21 იანვარს.

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2019 წლის 22 თებერვლიდან 01 მარტის ჩათვლით, მისამართზე ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46, ტელ. 2 36-91-60.

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა;
** მეორე ეტაპი - გასაუბრება/ლექცია;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 07 მარტს.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შპს "უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.usgeorgia.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე