საუზმის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საუზმის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო KMM
გამოქვეყნდა: 21 იან / ბოლო ვადა: 21 თებ
სასტუმრო "KMM" აცხადებს ვაკანსიას საუზმის (მთავარი) მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი - მდედრობითი;
** ასაკი 18 - 45 წლამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შვედური მაგიდის დეტალების ცოდნა
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა
** სასურველია უცხო ენების ცოდნა

უნარები:

** მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კვებით უზრუნველყოფას

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი N10
** სამუშაო საათები: 07:00 - 16:00
** ანაზღაურება: 800 ლარი

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kmm.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("საუზმის მზარეული"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე