ინჟინერ-ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერ-ტექნოლოგი
მომწოდებელი: მანქანათმშენებლობის ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 21 იან / ბოლო ვადა: 21 თებ
მანქანათმშენებლობის დარგის წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სერიულად და ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო ბაზრებზე, აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნოლოგის პოზიციაზე -  პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური
ანაზღაურება: 700-დან 1350 ლარამდე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ტექნოლოგიური მითითებებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
** ტიპიური ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო ინსტრუქციების შემუშავება ახალი  ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში;
** ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნოლოგიური მითითებების, აწყობის სქემების და სხვა ტექნოლოგიურ დოკუმენტაციის შემუშავება, მასში ტექნოლოგიური პროცესების კორექტირებასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა;
** ტექნიკური დავალებების შემუშავება ტექნოლოგიით გათვალისწინებული სპეცაღჭურვილობის, ინსტრუმენტების და სამარჯვეების დაპროექტებაზე;
** წუნის გამომწვევი მიზეზების გაანალიზება და მონაწილეობის მიღება წუნის პრევენციისა და აღმოფხვრის ღონისძიების შემუშავებაში;
** პროდუქციის გამოცდისა და ტექნიკური კონტროლის მეთოდების შემუშავება;
** კომპეტენციის სფეროში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

სამუშაოს მოთხოვნები: 

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრის კვალიფიკაციით;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

კანდიდატს მოეთხოვება:

** მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ტერმინოლოგიის ცოდნა;
** სამანქანათმშენებლო და საამწყობო ნახაზებისა და ესკიზების შექმნის მეთოდების ცოდნა და გაცნობიერება;
** საპროექტო-საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შესრულებისა და გაფორმების მეთოდებისა და საშუალებების ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნოლოგიების მიღწევების ცოდნა სამანქანათმშენებლო ნახაზებისა და დოკუმენტაციის შექმნისას;
** მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროს ტექნოლოგიური პროცესებისა  და საწარმოთა დაგეგმარების საფუძვლების და განვითარების პერსპექტივების ცოდნა;
** სასურველია ჰქონდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის გარკვეული სტაჟი;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: jobselection74@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ - "ინჟინერ-ტექნოლოგი").
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე