სამეცნიერო პროექტების კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამეცნიერო პროექტების კონკურსი
მომწოდებელი: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები
გამოქვეყნდა: 18 იან / ბოლო ვადა: 7 აპრ
ფონდი "საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები" აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას (რომელიც მოიცავს მეცნიერების ყველა დარგს - საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, საინჟინრო, სოციალურს და ეკონომიკურს) ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (აბსტრაქტი) ქართულ ენაზე თავისუფალი ფორმით.

მომდევნო ეტაპზე ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე.
დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2019 წელს ჩატარდება ბულგარეთში, სექტემბრის თვეში.

ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს აანაზღაურებს ევროკომისია.

პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტებს.

აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2019 წლის 7 აპრილის ჩათვლით.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე