კონკურსი სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად
მომწოდებელი: ჯორჯიან ალიანსი
გამოქვეყნდა: 18 იან / ბოლო ვადა: 19 თებ
შპს "ჯორჯიან ალიანსი" აცხადებს კონკურსს სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად, შემდეგი  პროდუქციის რეალიზაციისთვის: საკონდიტრო ნაწარმი,  ნატურალური წვენები, ლუდი, ჩამოსასხმელი ლუდი. 

დისტრიბუციის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორია დაყოფილი გვაქვს  ზონებად. დისტრიბუტორობის მაძიებელ ერთ და იგივე კომპანიას შეუძლია განაცხადი გააკეთოს ერთ ან რამდენიმე საქონელზეც. 

** კახეთი: მთლიანად კახეთის რეგიონი, საგარეჯოს რაიონის გარდა;
** მცხეთა-თიანეთი 
** გორის რაიონი, კასპის რაიონი, ქარელის რაიონი 
** სამცხე-ჯავახეთი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ბორჯომის რაიონის გამოკლებით
** ქუთაისი, ბაღდათის რაიონი, წყალტუბოს რაიონი, ვანის რაიონი
** ზესტაფონის რაიონი, ხარაგაულის რაიონი, თერჯოლის რაიონი,
** სამტრედიის რ-ნი, ხონის რ-ნი
** საჩხერის რაიონი, ჭიათურის რაიონი;
** რაჭა-ლეჩხუმი: მთლიანად რეგიონი
** ფოთი-გურია: ქ. ფოთი, გურიის რეგიონი.
** აჭარა: მთლიანად აჭარის რეგიონი.

მაძიებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

წერილობითი განაცხადი პროდუქციის დისტრიბუციის სურვილის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ ზონაზე აქვს მაძიებელს დისტრიბუციის სურვილი; საკუთარი ბიზნესის მოკლე აღწერილობა: საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, სასაწყობე ფართისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობა. ა/ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში ტექნიკური მონაცემები (ტიპი და რაოდენობა).

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელფოსტაზე: georgianalliance@rambler.ru | georgianalliance@gmail.com  2019 წლის 19  თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე