ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 17 იან / ბოლო ვადა: 17 თებ
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: "Valio", "Arla", "Bayernland", "Frico", "Heidi", "Elpozo" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://www.europroduct.ge
https://www.facebook.com/EuroproductGeo/;

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
თბილისი:  თბილისი, ავჭალა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების გატარება პროგრამაში;
** მასალების ჩამოწერა პროგრამაში;
** საბანკო გადარიცხვების გატარება პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტების დალაგება და პროგრამაში გატარება.
** უშუალო ხელმძღვანელების მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამა Info ან Oris-ში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** ​ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა აუცილებელია;
** სასურველია პროგრამა Apex-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე. 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე