სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 17 იან / ბოლო ვადა: 22 თებ
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ.თბილისსა და შემდეგ რეგიონებში:

ქ.გორში (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური);
ქ.ქუთაისში (ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, ხონი);
ქ.ზესტაფონში (ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, ტყიბული, ამბროლაური);
ქ.სენაკში (სენაკი, აბაშა, მარტვილი, ბანძა, ფოთი);
ქ.ახალციხეში (ახალციხე, ბორჯომი, ბაკურიანი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა);
ქ.თელავში (თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ახმეტა, ლაგოდეხი, სიღნაღი, წნორი);
ქ.ზუგდიდში (ზუგდიდი, ხობი, ჩხოროწყუ, ჯვარზენი, წალენჯიხა);
ქ.ბათუმში (ბათუმი, ქობულეთი).


კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება(სამკურნალო, პედიატრიის ან მედიცინის ფაკულტეტი);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22 თებერვალი; 2019 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შერჩეული კანდიდატურის აყვანა მოხდება 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე