კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 17 იან / განახლდა: 17 იან / ბოლო ვადა: 17 თებ
მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამიზნე აუდიტორია: 20-27 წლამდე ასაკის ადამიანები
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + საკუთარი პლატფორმიდან მიღებული ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე ატეესის ფუნქციების დეტალური შესწავლა და მისი შეთავაზება იურიდიული პირებისთვის
** კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა
** არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** სერვისთან დაკავშირებული პრეზენტაციის მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** პოტენციურ აბონენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
** სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)
გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ ანაზღაურება მზრდადია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge 2019 წლის 17 თებერვლამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე