გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 17 იან / ბოლო ვადა: 17 თებ
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას (http://www.mrcheveli.com).

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ოფისი: ალ. ყაზბეგის 9;
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი) სამუშაო საათები: 09:00- 18:00

მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა
** ინფორმაციის დამუშავება
** კონკურენტებთან შედარება
** ბაზრის კვლევა
** კლინიკებში/კლიენტებთან მისვლა შეთავზება (პრეზენტაცია)
** გაყიდვების გეგმის შემუშავება
** გაყიდვების ორგანიზება
** უცხოელ პარტნიორებისთვის შეკვეთების მომზადება
** უცხოელი პარტნიორებისგან შეკვეთების მიღება/დამუშავება
** ტენდერებში მონაწილეობისთვის დოკუმენტაციის მომზადება
** კლიენტებისთვის შეკვეთების მიწოდების ორგანიზება
** ლოჯისტიკა
** საჭიროების შემთხვევაში სხვა მოვალეობები, რომელიც განისაზღვრება გენერალური დირექტორისა და მენეჯერების მიერ.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აუცილებელია;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პუნქტუალობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა;
** თავაზიანობა;
** კრეატიულობა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com არაუგვიანეს 17 თებერვლისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე