გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
თუ ჯერ 25 წლისაც არ ხარ და 15 წლიან სამუშაო გამოცდილებას გთხოვენ, თუ შენი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება არ გეძლევა, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციის შესახებ და იქნებ შენ იყო ის, ვინც ეს ადგილი უნდა დაიკავოს.

"კინგსი" საერთაშორისო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაარსდა და, თავდაპირველად, საგნობრივი ოლიმპიადებს უწევდა ორგანიზებას. 3 წელიწადში "კინგსის" აქტივობების მაშტაბმა ასი ათას (100000) მოსწავლეს გადააჭარბა საქართველოში.

"კინგსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის  პოზიციაზე

სამუშაო პირობები :

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი 16ა.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით.
** ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ჩვენ ვეძებთ:

** მოტივირებულ;
** შრომისმოყვარე;
** ​კომუნიკაბელურ ადამიანებს.

ძირითადი მოთხოვნები:    

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნება,
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების  საბაზისო ცოდნა;

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო  წერილი თქვენს  შესახებ თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება. კანდიდატის შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და  გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათელბლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.შერჩეულ კადრებს ექნებათ შესაძლებლობა სწრაფად დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე წარმატებულად მუშაობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ წერილი შემდეგ მისამართზე: hr@kings.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე