ფოტონის ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფოტონის ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ფოტონის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფოტონის ბრენდის ყველა მიმართულების ტექნიკის მომწოდებლებთან მუშაობა;
** ტექნიკის სპეციფიკაციების მოთხოვნა, შეთავაზებების მომზადება და კლიენტებთან გაგზავნა;
** ტექნიკის სათადარიგო ნაწილების შეკვეთების ფორმირება;
** ტექნიკის საგარანტიო შემთხვევების სპეციალურ პროგრამაში შეყვანა და შესრულების მონიტორინგი;
** ტექნიკის მიღების დროს სპეციალურ პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ტექნიკური მიმართულებით;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2018 წლის 30 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე