HR მართვის სასერტიფიკატო კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: HR მართვის სასერტიფიკატო კურსი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 31 იან
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა" და "პარტნიორები-საქართველოს" ერთობლივი პროექტი: ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

** გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
** შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
** გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს
** გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება
** მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებული მენეჯერებისგან
** აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით
** კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ლიდერი ტრენინგ-კომპანიისა და წარმატებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.

კურსი 2019 წლის 5 თებერვლიდან 23 მარტამდე გაგრძელდება.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00-22:00, და შაბათს 12.00 - 15.00

თქვენთან ორი თვის განმავლობაში თემების მიხედვით იმუშავებენ პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტები და ადამიანის რესურსების მართვის მენეჯერები:

** მართვის უნარები HR მენეჯერისათვის - ნათია გოფოძე, ფსიქოლოგი, "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერ-კონსულტანტი, საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში.
** საკადრო პოლიტიკა და ადმინისტრაციული პროცედურები - თამილა გველესიანი, პერსონალის მართვის სპეციალისტი, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის HR მენეჯერი,  სხვადასხვა დროს მუშაობდა "ბლოკ-ჯორჯიაში", "მთაწმინდის ეროვნული პარკში" და "პეტროფაკში" ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად.
** პერსონალის მოტივირება - მილენა მითაგვარია, "პარტნიორები-საქართველოს" დამფუძნებელი პარტნიორი, კონსულტირებისა და პროგრამების მართვის 20-წლიანი გამოცდილება.
** თანამშრომელთა შერჩევა - ლელა გიორგობიანი, "პარტნიორები-საქართველოს"ტრენერ-კონსულტანტი და დამფუზნებელი პარტნიორი, ESM-თბილისის ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში.
** პერსონალის შეფასება - მარინა იმერლიშვილი, გამოყენებითი კვლევების კომპანია "აი-არ-სი"-ს დირექტორი, ორგანიზაციული განვიტარებისა და ეიჩარ კონსალტინგის 18 წლიანი გამოცდილება
** HR მენეჯერის გავლენა კომპანიის მოგებაზე, ორგანიზაციული კულტურა და პერსონალის დაწინაურება - ნინო ბართაია, HR მართვის 10 წლიანი გამოცდილება, "აჭარა ჯგუფის" ("ჰოლიდეი ინი თბილისი", "რუმსი ყაზბეგი", "რუმსი თბილისი") HR მენეჯერი, ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი
** მრავალფეროვნების მართვა - თეა გველესიანი, საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი. საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული განვითარებისა და მრავალფეროვნების მართვის სფეროში.
** თანამედროვე HR მართვის ძირითადი გამოწვევები - ანდრო დგებუაძე,  ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში, საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება.

კურსის პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

კურსის ღირებულებაა 940 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი! 

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

** "GAU"-ს აქტიურ სტუდენტს!
** "GAU"-ს კურსდამთავრებულს!
** ნებისმიერ ადამიანს, ვისაც "GAU"-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
მობ: 591 11 22 00
ტელ: 2 20 65 20 (313)

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა  ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე